უძრავი ქონების აგენტი

06 აპრილი - 06 მაისი

"Georgia Investing" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის თანამდებობაზე.

"Georgia Investing" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ოპერირებს. ვეძებთ ამბიციურ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე იმუშავებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომპანიის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.

მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
** კლიენტებისათვის კომპანიის მიერ შეთავაზებული უძრავი ქონების ობიექტების წარდგენა და ჩვენი მომსახურებით დაინტერესება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმართვა;
** კომპანიის იურისტების ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა;
** შესაბამის ბაზებთან მუშაობა და რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სხვა დამატებით უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული) ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00-მდე ან 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება).
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) და მაღალი ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@openhubcenter.com და სათაურის ველში მიუთითეთ "უძრავი ქონების აგენტი"