იურიდიული მრჩეველი

06 აპრილი - 06 მაისი

"Georgia Investing" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული მრჩევლის პოზიციაზე.

"Georgia Investing" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ოპერირებს. ვეძებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებში გამოცდილების მქონე თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს იურიდიული მრჩევლის პოზიციას.  

მოვალეობები:

** პროექტის იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** პროექტის მენეჯერთან და გაყიდვების ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა;
** პროექტების დაგეგმარებისა და იმპლემენტაციის ნაწილში იურიდიული საკითხების მოგვარება და პროექტის მენეჯერისათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** უძრავი ქონების სფეროში იურიდიულ მრჩევლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სხვა დამატებით უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული) ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00-მდე ან 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@openhubcenter.com და სათაურის ველში მიუთითეთ "იურიდიული მრჩეველი".