ტენდერი დაშვების სისტემების შესყიდვაზე

29 ნოემბერი - 29 დეკემბერი

სს "ფინკა ბანკი საქართველო" FMH ჰოლდინგის (FINCA Microfinance Holding) ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. 

"ფინკა ბანკი საქართველო" დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. "ფინკა საქართველო", საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის - FINCA International Inc.- ფილიალი, საქართველოში 1998 წლის მაისში დაარსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.FINCA.org | http://www.FINCA.ge

სს "ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ტენდერს დაშვების სისტემების შესყიდვაზე და მომსახურებაზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება: 

** არსებული დაშვების სისტემების ეტაპობრივად ჩანაცვლება შემოთავაზებული სისტემით ან ძველის მხარდაჭერა.
** საცავებში დაშვების სისტემების ეფექტური სქემის შემოთავაზება და იმპლემენტაცია. გადაწყვეტილება უნდა იყოს მდგრადი და მოქნილი; 
** შემოთავაზებული დაშვების სისტემების მხარდაჭერა და ტექნიკური გაუმართაობების უმოკლეს ვადაში გასწორება;
** საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანებული საქონლის შეკეთება/გამოცვლა უფასოდ

სატენდერო დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer Authorization Form) (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მსხვილი პროექტების ჩამონათვალი;
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის სრული ტექნიკური სპეციფიკაცია;
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს არსებული და შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერის და საგარანტიო პირობები
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი;
** განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების პირობები;
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოწოდების პირობები;
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პირობები;

სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში: ვაჟა ფშაველას 71, მესამე სართული, ოფისი 12. დალუქული კონვერტით 2018 წლის 15 დეკემბრამდე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 დან 6 საათამდე. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება:" დაშვების სისტემის შესყიდვა" 

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: giorgi.dvali@finca.getamaz.chomakhidze@finca.ge