საკრედიტო ოფიცრის სასწავლო პროგრამა

08 ნოემბერი - 22 ნოემბერი

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სამუშაო ადგილები: ამბროლაური, ახმეტა, ახალციხე, ახალქალაქი, ბაღდათი, ბოლნისი, ბათუმი, გურჯაანი, გორი, დმანისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, თელავი, კასპი, ლაგოდეხი, მარნეული, რუსთავი, სამტრედია, საგარეჯო, სენაკი, საჩხერე, ქობულეთი, ქუთაისი, ყვარელი, წნორი, ჩხოროწყუ, ხაშური, ხელვაჩაური, ხულო, ჭიათურა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს პროფესიული კარიერა დაუკავშიროს საბანკო სფეროს.

თუ გხიბლავთ დინამიური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა.

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

** საბანკო პროდუქტები
** ფინანსური ანალიზი
** გაყიდვების ტექნიკები
** მომსახურების სტანდარტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო
** ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება: სწავლების პროცესში ფიქსირებული ხელფასის სახით გთავაზობთ 200 ლარს. ასევე, თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკულ კურსს გაივლით, რომლის დროსაც გექნებათ შესაძლებლობა დამატებით გამოიმუშავოთ გაყიდვების საკომისიო.

*თანხა არ ითვალისწინებს საპენსიო ფონდის გადასახადს, რომელის დაქვითვა და საპენსიო ფონდში გადარიცხვა მოხდება ხელფასის აღებისას. შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში.

როგორ ხდება შერჩევა?

კონკურსი არის 3 ეტაპიანი:

** შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ "ფინკა ბანკის" კარიერის გვერდს და შეავსეთ თქვენთვის სასურველი ქალაქისთვის განკუთვნილი აპლიკაცია.