პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი - შიდა ქართლი

08 მაისი - 08 ივნისი

"ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: გორი/კასპი/ხაშური
ვაკანტური თანამდებობა: 1

ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყოფს პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშრებულ პირებთან კომუნიკაციას, დავალიანების აღმოფხვრის მიზნით.
** ახორციელებს ვიზიტებს პრობლემური კლიენტების, თავდებებისა და დაკავშირებული პირების საცხოვრებელ, სამუშაო და საკონტაქტო ადგილებზე.
** უზრუნველყოფს პრობლემური კლიენტებისა და თავდებების ქონების მოძიებას.
** მოიძიებს, ამზადებს და ახარისხებს მისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, შესაბამისი სერვის ცენტრებიდან.
** უზრუნველყოფს პრობლემური სესხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოითხოვასა და მიიღებას.
** უზრუნველყოფს პრობლემური კლიენტებისათვის შესაბამისი კორესპონდენციის გაგზავნასა და მიღებას.
** უზრუნველყოფს მომზადებული აპლიკაციების, სარჩელების, განცხადებების შესაბამის ორგანოებში წარდგენას.
** ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.
** თანამდებობა მითხოვს მივლინებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამართალმცოდნეობაში;
** 1 წლიანი გამოცდილება პრობლემური სესხების მართვის სფეროში ან საკრედიტო ოფიცრად;
** ქართულის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა 
** MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook) - ის ცოდნა 
** სავალდებულოა მართვის მოწმობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა. (არ განიხილება გამოგზავნილი რეზუმე "CV").

სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ გამოაგზავნოთ: vacancy@finca.ge გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითოთ "პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი - (მიუთითეთ შესაბამისი ქალაქი)".

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 22 მაისი, 2018

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview). 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

"ფინკა ბანკი საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

"ფინკა ბანკი საქართველო" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

"ფინკა ბანკი საქართველოში" კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა "ფინკაში". პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.