სტაჟირება HR დეპარტამენტში

10 დეკემბერი - 15 იანვარი

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა. "ევროპროდუქტი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა. 2014 წლიდან კი კომპანია საკუთარი მარკეტების ქსელით შემოვიდა ბაზარზე და დღეისთვის 19 მარკეტით არის წარმოდგენილი საქართველოში და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას.

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სტაჟირების განმავლობაში თქვენს მოვალეობაში შევა:

1. რეკრუტინგის მიმართულებით:

** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა შერჩევის არხების საშუალებით, რეკრუტერის კურატორობის ქვეშ;
** კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე;
** გასაუბრების ორგანიზება და რეკრუტერთან ერთად გასაუბრების პროცესის წარმართვა.

2. HR ადმინისტრირების მიმართულებით:

** სტაჟიორების საბუთების და პირადი საქმეების ბაზების წარმოება;
** სტაჟირების ხელშეკრულებების გაფორმება ადმინისტრირება;
** შვებულებების გაფორმება ადმინისტრირება;
** ბიულეტინების ბაზაში შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - MS Office: Word, Excel, PowerPoint;
** ინგლისური ენის ცოდნა

თვისებები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:

** პოზიტიური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

სტაჟირების განმავლობაში:

** თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას HR სფეროში
** ჩაგიტარდებათ "On Job" ტრენინგი რეკრუტინგის და ადმინისტრირების მიმართულებით
** შესაძლებლობა გექნებათ განვითარდეთ და დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე 2020 წლის 15 იანვრამდე, ელ.ფოსტაზე: hr@europroduct.ge და სათაური ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"ევროპროდუქტის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!