სავაჭრო ქსელის გენერალური მენეჯერი

13 თებერვალი - 13 მარტი

შპს "ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. კომპანია საქართველოში, ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა.. ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან, გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. ჩვენი ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და ასეთივე მომსახურება.

ვაკანსიის დასახელება: სავაჭრო ქსელის გენერალური მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან/და მენეჯმენტის განხრით (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის რეგულარულად კვლევა;
** კონკურენტი კომპანიების სავაჭრო ტაქტიკაში გარკვევა;
** სავაჭრო ქსელის მართვის პროცესის სრულად წარმართვა და კონტროლი;
** ქსელის მენეჯერებისგან მიღებული ინფორმაციების დამუშავება და რეპორტების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ქსელის მენეჯერებისათვის წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების პროცესში ჩართვა;
** სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი; 
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი; 
** ქსელის მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება; 
** საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში სრულად ჩართვა;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** რეგულარული ვიზიტების განხორციელება ობიექტებზე და კომპანიის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გამორჩეულად დიდი გრძნობა;
** კომუნიკაციის სწორად დამყარების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს, CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!