საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერის ასისტენტი

11 ივნისი - 11 ივლისი

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები: 

** უცხოელი პარტნიორების მოძიება და მათთან კონტაქტი
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი და კალკულაცია
** შეკვეთის მიღება/ გაცემაში მონაწილეობის მიღება
** მომწოდებლების პროდუქციის ბაზირება
** იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, ტრანსპორტის მოძიება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!