"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა. "ევროპროდუქტი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა. 2014 წლიდან კი კომპანია საკუთარი მარკეტების ქსელით შემოვიდა ბაზარზე და დღეისთვის 19 მარკეტით არის წარმოდგენილი საქართველოში და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას.
"ევროპროდუქტი"-ს მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ "ევროპროდუქტი"-ს გუნდში სამუშაოდ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს.
ჩვენს გუნდში სამუშაოდ საჭიროა:
** გაიღიმოთ, მიესალმოთ და მადლობა გადაუხადოთ მომხმარებელს;
** უზრუნველყოთ სწრაფი და ხარისხიანი სალარო ოპერაციების წარმოება;
** უპასუხოთ მომხმარებლის კითხვებს და დაეხმაროთ მათ;
** უზრუნველყოთ თქვენი სამუშაო ადგილის სისუფთავე;
** საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროთ თქვენს კოლეგებს.
თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:
** ადამიანების დახმარების სურვილი;
** პოზიტიური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** სისწრაფე;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სხვადასხვა ტიპის ბონუსურ სისტემებს;
** ყოველთვიურად 50 ლარის ღირებულების პროდუქციას საჩუქრად;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ღამის საათებში თანამშრომლების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებთ მომსახურების ახალი სტანდარტების შესაბამისად მუშაობას "ევროპროდუქტის" გუნდთან ერთად:
1. გაიარეთ რეგისტრაცია, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და მობრძანდით გასაუბრებაზე.
რეგისტრაციის გასავლელად დააკლიკეთ აქ
მისამართი: ვიქტორ დოლიძის ქ. #26/28
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 086519
2. გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@europroduct.ge და სათაური ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
"ევროპროდუქტის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!
მოლარე
10 დეკემბერი -
10 იანვარი