კონსულტანტი, მოლარე

05 ივლისი - 05 აგვისტო

"ევროპროდუქტი " დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

მათთვის, ვისაც სურს დასაქმდეს ხანგრძლივი ვადით მზარდ კომპანიაში, დაწინაურებისა და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივით გიწვევთ კომპანია ევროპროდუქტში, სადაც მოგეცემათ საშუალება ისწავლოთ ბევრი რამ, გამოსცადოთ თქვენი თავი და განვითარების ყველა ეტაპზე შეეჭიდოთ ახალ გამოწვევებს! 

ჩვენთან დასაქმების მსურველთა და უკვე დასაქმებულთა ასაკი შეუზღუდავია! სტუდენტებისათვის კი საქართველოს მასშტაბით გვაქვს ყველაზე შეღავათიანი და ყველასათვის მისაღები სამუშაო გრაფიკი ცვლებში! 

ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი; მოლარე - ბაგებში!
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
ასაკი: შეუზღუდავი
ანაზღაურება (სტაჟიდან გამომდინარე მზარდი): გრაფიკის მიხედვით (კონსულტანტი: 350 - 475 -- 550 - 700 / მოლარე: 400 - 600 - 800)
სტაჟირება: ანაზღაურებადი (სტაჟირების წარმატებით გავლისა და ოფიციალურად თანამშრომლობის გაფორმების შემთხვევაში), ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ კანდიდატის მონდომებასა და ათვისების შესაძლებლობაზე!

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
** მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
** მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
** გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!