"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა. "ევროპროდუქტი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა.
თანამდებობა: Key Account ქსელის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ვალდებულებები:
** მიმდინარე გეგმების შესრულება;
** გაყიდვებისა და ამავე დროს მომგებიანობის ზრდის მიზნით ახალი ინიციატივების და პროექტების პრეზენტაცია;
** აქციების სწორი ინიცირება და მიღებული შედეგების განხილვა;
** ახალი ასორტიმენტის დარეგისტრირების შეთანხმება ქსელების კატეგორიის მენეჯერებთან;
** სავაჭრო ქსელებთან კომერციული პირობების შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმება;
** სავაჭრო ქსელებთან დაგეგმილი პრომო აქციების ორგანიზება, მათთვის სააქციო ფაილების დამუშავება/მიწოდება;
** საპრაისო ფასების დამუშავება და სავაჭრო ობიექტებთან გადაგზავნა;
** სავაჭრო ობიექტებზე კონკურენტების მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტების დავალიანების მონიტორინგი და გადმორიცხვების კონტროლი;
** ობიექტებიდან მოკლევადიანი და ვადაგასული საქონლის დაბრუნების კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარების მიზნით ტრეინინგების/მასტერკლასების ჩატარება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური განხრით);
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ 2020 წლის 15 იანვრამდე, მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
Key Account ქსელის მენეჯერი
10 დეკემბერი -
15 იანვარი