ინვენტარიზაციის სპეციალისტი

10 აპრილი - 10 მაისი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში. ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://www.europroduct.ge;
http://facebook.com/europroduct.geo

თანამდებობა: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

** კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
პროდუქციის ვადის კონტროლი;
** ინვენტარიზაცის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკური აზროვნების უნარი);
** საოფისე პროგრამები (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
** პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული. 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!