APEX ადმინისტრატორი

30 ივლისი - 30 აგვისტო

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას APEX ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში. 

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpoozo და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge 

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან პროფესიული, ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ძირითადი ბუღალტრული და ფინანსური პრინციპების ცოდნა;
** პროგრამა Apex-სა ან/და სხვა ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია MS Excel-ის სრულყოფილად, მაღალ დონეზე ცოდნა.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითების დროულად და სწრაფად შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!