ქოლ-ცენტრის ოპერატორი

25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ბოდილაინი" 2009 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ამ დარგში. კომპანია ფოკუსირებულია ლაზერულ ეპილაციაზე, სამედიცინო ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევებისა და უახლესი თაობის ლაზერის გამოყენებით. 

"ბოდილაინი" აცხადებს ქოლ ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში არსებული სერვისების შესწავლა;
** სერვისებისა და აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიცაზია;
** დაინტერესებულ მომხმარებელთა ბაზის მართვა;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ, სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** უპირატესობა მიენიჭებათ სამუშაო გამოცდილების მქონე ან სტაჟირების პროგრამაში მონაწილე კანდიდატების გაყიდვების მიმართულებით;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია; 
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@bodyline.ge ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, და აუცილებელია cv იყოს ფოტოსურათით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას!