უსაფრთხოების თანამშრომელი

23 აპრილი - 23 მაისი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული სათვალთვალო კამერების კონტროლი
** გამოვლენილი უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება/გატარება
** საწყობში მოსული უცხო პირის ვინაობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება
** საჭიროებიდან გამომდინარე მაღაზიების დაცვა, მორიგეობა დღე-ღამის განმავლობაში
** დღისა და ღამის განმავლობაში საწყობის პერიმეტრის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა/დაკვირვებულობა
** მოწესრიგებულობა
** თავაზიანობა
** პუნქტუალობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 5 მაისი, 2019 წელი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.