უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

17 ივლისი - 17 აგვისტო

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje). სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტების მომზადება და ანალიზი (ძირითადი საშუალებები, გაყიდვები, მარჟები, სამუშაო კაპიტალი, მაღაზიების მომგებიანობა, განვადებები);
** დებიტორ-კრედიტორების ანალიზი;
** ხარჯების ანალიზი (გაყიდვების, ადმინისტრაციული, სერვისი, ლოგისტიკა, იჯარები);
** მომწოდებლების მიერ ასანაზღაურებელი თანხების კონტროლი;
** ობიექტების მიხედვით მომგებიანობის ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ან IV კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის საშუალო დონეზე ფლობა)
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** რიცხვების ანალიზი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული
** სწრაფად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანი
** მოტივირებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2018 წელი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.