სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში

10 დეკემბერი - 16 დეკემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** დებიტორ-კრედიტორების ანალიზი
** მომგებიანობის ანალიზი
** გაყიდვების და ხარჯების ანალიზი
** მენეჯერული აღრიცხვის რეპორტების მომზადება
** სხვადასხვა პროექტების შეფასება და დამუშავება
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
** ბიუჯეტის დაგეგმვა
** ფულადი სახსრების გრძელვადიანი დაგეგმვა
** სამუშაო კაპიტალის გაანალიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: IV კურსის სტუდენტი (ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** რიცხვების ანალიზი
** სწავლისა და ათვისების უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
** მიზანდასახული
** პასუხისმგებლიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16 დეკემბერი.
კონკურსის ფორმა: ტესტირება და გასაუბრება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.