სადილერო გაყიდვების მენეჯერი

17 იანვარი - 17 თებერვალი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: სადილერო გაყიდვების მენეჯერი 
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** სადილერო შეთავაზებების მომზადება
** კონკურენტების ფასების ანალიზი და ანალიზიდან გამომდინარე კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზება
** სადილერო ფასწარმოქმნა
** ახალი კლიენტების მოძიება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1 დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Powerpoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** მოლაპარაკებების უნარი
** მოსმენის უნარი
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** მოწესრიგებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.