მოლარე-ოპერატორი - ოზურგეთი

14 ნოემბერი - 14 დეკემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი
ადგილმდებარეობა: ოზურგეთი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი - დროებითი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები: 

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
** გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება
** გაყიდული ნივთის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** საგარანტიოს გამოწერა
** საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით)
** მოლარე-ოპერატორად მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.