სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 27 მაღაზიას მოიცავს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).
სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
პოზიციის დასახელება: მძღოლი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, მანქანის გამართულობაზე და მოწესრიგებულობაზე პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლების და სხვადასხვა დოკუმენტების, ნივთების, მასალების უსაფრთხო გადაადგილება/ტრანსპორტირება;
** დანიშნულების ადგილზე დროულად გამოცხადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სატრანსპორტო საშუალებების ზედმიწევნით ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 24 მარტი, 2017 წელი.
კონკურსის ფორმა: გასაუბრება.
მძღოლი - ბათუმი
14 მარტი -
24 მარტი