მარკეტინგის სპეციალისტი

07 ივნისი - 16 ივნისი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 26 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, დავალება

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული საბაზრო სიტუაციის შეფასება, საჭირო აუდიტორიის მიზიდვა
** არსებული ტრენდების მიხედვით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შეფუთვა
** ყოველთვიური ბიუჯეტირება კამპანიების და მართვის ქვეშ მქონე საკომუნიკაციო არხების მიხედვით
** ყოველთვიური ბრენდ შემოსავლის/მოგების სწორი მონიტორინგი 
** ბრენდების მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა შესყიდვების შესაბამისად
** სხვადასხვა პრომო და სარეკლამო საქმიანობების დაგეგმვა და კოორდინირება
** სარეკლამო მასალების მომზადება დროულად, ბრენდის მოთხოვნების, მარკეტინგული სტანდარტების დაცვითა და კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად
** დაგეგმილი და განხორციელებული კამპანიების ბიუჯეტის მომზადება, კონტროლი და რეპორტინგი
** მიმდინარე და განხორციელებული კამპანიების შედეგობრივი ანალიზი 
** ბაზრის სპეციფიკის შესაბამისი შეფასება და მოქნილი ცვლილებების განხორციელება
** სატელევიზიო, ონლაინ, აუთდორ კომუნიკაცია 
** სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა
** სარეკლამო ტექსტისა და მასალების მომზადება (სატელევიზიო, რადიო)
** ღონისძიებების ორგანიზება 
** კონკურენტების ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მარკეტინგული ტრენდების ცოდნა
** ციფრული მედიის მიმართულების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** შემოქმედებითი აზროვნება
** პრეზენტაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** სწავლისა და ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ინიციატივიანი

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16 ივნისი, 2019 წელი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.