მაღაზიის საწყობის ოპერატორი

15 ივლისი - 15 აგვისტო

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის საწყობის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: ახალციხე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 
კონკურსის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 

** ტექნიკის ცოდნა მოდელების დონეზე
** პროდუქციის დროული გამოწერა
** პროდუქციის მიღება ზედნადების საშუალებით და მათი დასაწყობება
** მიღებული პროდუქციის დროული მიწოდება მაღაზიაში
** პროდუქციის მიღების და გაცემის პროგრამული უზრუნველყოფა აქციაში არსებული პროდუქტების მონიტორინგი და დროული მომარაგების უზრუნველყოფა (დეფექტური მარაგების მართვა და დეფექტის აღმოჩენა)
** პროცედურის შესაბამისი აქტების შედგენა
** ნაშთების ყოველკვირეული ან კვირაში ორჯერ შედარება სხვა საწყობებთან და შესაბამისი რეაგირება
** საწყობის და მაღაზიის ყოველკვირეული აღწერა
** დოკუმენტირება (ყველა არსებული დოკუმენტის ჩაფაილება)
** დამხმარეების მართვა და მათი ეფექტური მუშაობის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16 ივლისი, 2019 წელი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.