მაღაზიის კონსულტანტი - დროებითი - თბილისი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი - დროებითი
ანაზღაურება: ფიქსირებული 250 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი

ძირითადი მოვალეობები: 

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
** ახალი მოდელების შესწავლა
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონეზე)

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge; გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 2018 წელი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.