კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური რეპორტინგი და კლიენტების მოზიდვის გეგმის მომზადება
** ახალი კორპორატიული მომხმარებლის მოძიება, შეთავაზებისა და პრეზენტაციის მომზადება
** პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქციის შერჩევა, შეთავაზების დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის ასორტიმენტისა და ალტერნატივების შეთავაზება
** პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა
** პოტენციური მომხმარებლისთვის ხელშეკრულების მომზადება
** მომხმარებლის პრობლემების დროული მოგვარება
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი
** მომხმარებლის ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** სატენდერო წინადადების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** სატენდერო ხელშეკრულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მიწოდება შესაბამის ორგანოებთან
** სატენდერო პროდუქციის მიწოდების კონტროლი
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და საჭირო პროდუქციის ბაზარზე მოძიება
** პროდუქციის ქსელის მასშტაბით მოძიება და მათი კლიენტამდე მიწოდების უზრუნველყოფა
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება
** ეფექტური, პრაქტიკული კავშირი სხვა დეპარტამენტებთან კორპორატიული გაყიდვების მაქსიმიზაციის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1 დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** მოლაპარაკებების უნარი
** მოსმენის უნარი
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2018 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.