კატეგორიის სპეციალისტი

06 აგვისტო - 20 აგვისტო

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: კატეგორიის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიებში მარაგების (ახალმიღებული და მიმდინარე პროდუქციის) ეფექტური გადანაწილების კონტროლი და დაგეგმვა
** პროგრამაში პროდუქციისთვის ფასის მინიჭება და შესაბამისი ფასთა ცვლილების ასახვა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** მაღაზიებისათვის, დილერებისათვის და კორპორატიული კლიენტებისათვის სპეციალური შეთავაზების მომზადება
** გაყიდვების რეპორტების მომზადება, როგორც მომწოდებლებისთვის, ასევე მენეჯმენტისთვის
** ლოგისტიკის განყოფილებისათვის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება/გაშიფრვა 
** კონკურენტი კომპანიების მონიტორინგი (ფასები, აქციები, სპეც. შეთავაზებები)
** შეკვეთების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დაგეგმვა და ორგანიზება
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
** სწრაფად მუშაობის უნარი
** ინიციატივიანი
** მიზანდასახული
** კომუნიკაბელური.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2019 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.