ინტერიერის დიზაინერი

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა სამზარეულოს ავეჯის შერჩევის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ და რუსულ ენაზე)
** სამზარეულოს დიზაინის შექმნა და დაპროექტება
** ტექნიკური ნახაზის მომზადება
** შერჩეული დიზაინისთვის შესაბამის მასალაზე კონსულტაცია, რეკომენდაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი/ბოლო კურსის სტუდენტი არქიტექტურის ან დიზაინის მიმართულებით
** მსგავს ან/და გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სასაუბრო დონეზე ფლობა

პიროვნული მახასიათებლები: მომხმარებელთან ურთიერთობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.