HR სპეციალისტი

16 ივლისი - 16 აგვისტო

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: HR სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:

** საკადრო დოკუმენტაციის (ბრძანებები, დეკრეტულის და სხვადასხვა ფორმები), თანამშრომლების პირადი საქმეების მომზადება და განახლება
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მისი ვადების კონტროლი
** თანამშრომლებისთვის ცნობების და დახასიათებების გაცემა/აღრიცხვიანობა 
** პროგრამა "ნავიჟენში" სხვადასხვა საკადრო ინფორმაციების ასახვა/გატარება
** ახალი თანამშრომლებისგან საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება, მათთვის კომფორტული სამუშო გარემოს შექმნა
** სახელფასო ბარათებზე ბანკთან კომუნიკაცია
** "Outlook"-ში ახალი თანამშრომლების ინფორმაციის განთავსება და საჭიროების შემთხვევაში არსებულის განახლება 
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მინიმუმ 200 თანამშრომლის ადმინისტირების ფარგლებში)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1 დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** პრობლემების გადაჭრა და ანალიზი
** კონტროლი და მიმოხილვა
** კონფლიქტების მართვა
** მოწესრიგებულობა
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 23 ივლისი, 2018 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება