გრაფიკული დიზაინერი

03 ოქტომბერი - 14 ოქტომბერი
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, დროებითი (6 თვე)

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტული კამპანიისთვის ვიზუალური კონცეფციის შექმნა
** აქციის შესაბამისი დიზაინისთვის იდეების გენერირება
** საკუთარი ხედვების გარკვევით გაზიარება და დამუშავება
** დიზაინის მიმართულებით არსებული ტრენდების და მათი კომერციულ გარემოში მნიშვნელობისა და გამოყენების ცოდნა
** ბროშურების, ფლაერების, საკომუნიკაციო ბანერების და მერჩენდაიზინგული მასალების მომზადება
** სტამბებთან ურთიერთობა და შეკვეთების წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში, მაღაზიაში არსებული სტენდებისთვის გაფორმების მომზადება
** ბრენდის გაიდლაინის მიხედვით სტამბებისთვის მოცულობითი ლოგოების ფოტომონტაჟი და შესაბამის ზომებში მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Illustrator, Photoshop)
** 3D ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ბრენდის მთავარი მახასიათებლების ამოცნობის და მისი დიზაინში ინტეგრირების უნარი
** დროის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი, 2019 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, დავალება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.