გადაზიდვის სამსახურის მძღოლი

09 დეკემბერი - 16 დეკემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: გადაზიდვის სამსახურის მძღოლი
ადგილმდებარეობა: თბილისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დოკუმენტის შესაბამისად მითვლა
** ​ავტო-სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის მითითებისამებრ ჩატვირთვა და მისი შემდგომი უსაფრთხო ტრანსპორტირება
** დანიშნულების ობიექტზე პროდუქციის დოკუმენტის შესაბამისად ჩაბარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა/დაკვირვებულობა
** პუნქტუალობა
** მოწესრიგებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16 დეკემბერი, 2019 წელი

კონკურსის ფორმა: გასაუბრება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.