ფინანსური დეპარტამენტის სტაჟიორი

21 მარტი - 21 აპრილი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ფინანსური დეპარტამენტის სტაჟიორი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტების მომზადება
** ხარჯების ანალიზი
** ობიექტების მიხედვით მოგება-ზარალის ანალიზი
** დებიტორ-კრედიტორების ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ან IV კურსის სდუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა, ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** რიცხვების ანალიზი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
** ინდივიდიულურად მუშაობის უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული
** სწრაფად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანი
** მოტივირებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 28 მარტი, 2018 წელი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.