ფინანსური ანალიტიკოსი

17 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2019 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის რეპორტების მომზადება
** ხარჯების ანალიზი და კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების ანალიზი
** კომპანიის მოგება-ზარალის მომზადება და შედარება ბიუჯეტთან/წინა წელთან
** ფინანსური ანგარიშგებების სრული პაკეტის მომზადება
** კომპანიის ფულადი სახსრების გრძელვადიანი პროგნოზის მომზადება და საჭირო რესურსების განსაზღვრა
** ახალი პროექტების მომზადება ფინანსურ ჭრილში
** მარკეტინგული და კომერციული შემოსავლების კონტროლი და მომწოდებლებისათვის საჭირო დოკუმენტების მიწოდება
** სამუშაო კაპიტალის ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** ფინანსების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ექსელის მაღალ დონეზე ფლობა
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე)

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** პრობლემური სიტუაციების მართვა
** ვადების დაცვა და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლიანი
** ინიციატივიანი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.