ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

19 სექტემბერი - 30 სექტემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, დავალება

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი
** კამპანიებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი შესრულების მონიტორინგი
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელების კონტენტის შექმნა და მართვა
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, მათ შორის ვებ, E-Commerce, SEO/SEM, სოციალური მედია, Google Adwords ოპტიმიზაცია
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი (ROI/KPI) და შესაბამისი რეპორტების მომზადება
** მარკეტინგის გუნდის შედეგების გაუმჯობესების მიზნით მიმართულების ფარგლებში სარეკლამო სააგენტოებთან და მედია საშუალებებთან ეფექტური კომუნიკაცია
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** E-Commerce, SEO/SEM, სოციალური მედიისა და Google Adwords ოპტიმიზაციის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** შემოქმედებითი აზროვნება
** შედეგზე ორიენტირებულობა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დარწმუნების უნარი
** როგორც ინივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** ინიციატივის მქონე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2019 წელი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.