ადმინისტრაციული მენეჯერი

04 ივნისი - 04 ივლისი

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, რეგიონალური ოფისი
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 12 ივნისი, 2019 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი, შეკვეთა, მიღება და შესაბამისი გადანაწილება
** საფოსტო გზავნილების მიღება და გაგზავნა
** პარტნიორი, მომსახურე ორგანიზაციებისთვის რეკვიზიტების დადგენა და ბუღალტერიისათვის გადასარიცხ თანხებზე დროული, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება
** ადმინისტრაციული პროტოკოლების კონტროლი, მართვა
** ადმინისტრაციული კონტრაქტების გაფორმება/აღწერა (ნარდობა, იჯარა)
** მოთხოვნის ფორმების კონტროლი
** ცენტრალურ ოფისში რეგიონის მასშტაბით ფინანსური დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მათი სათაო ოფისში დროული გადაგზავნა
** დასავლეთ რეგიონის თანამშრომლების შესახებ ინფორმაციების (შიდა ანკეტა, თიბისი განაცხადი) მოგროვება მაღაზიების მიხედვით და არსებული დოკუმენტაციის სათაო ოფისში გადაგზავნა
** თანამშრომლების მივლინებების კონტროლი (სასტუმროების დაჯავშნა, გადაადგილების უზრუნველყოფა)
** ტრენინგების ჩატარების ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე), რუსული ენის ცოდნა სასურველია
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** მოწესრიგებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.