ავიაბილეთების ოპერატორი

17 აპრილი - 17 მაისი

ტურისტული კომპანია "იზი თრეველ ეჯენსი" აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე. 

მოთხოვნები: 

** კომპიუტერული პროგრამა "ამადეუსი"-ს სრულყოფილი ცოდნა (აუცილებელია შესაბამისი სერთიფიკატის ფლობა);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი 2 კვირიდან 1 თვემდე (დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე);
** სამუშაო განაკვეთი - სრული ;
** შრომის ანაზღაურება პრეტენდენტის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე: hr@easytravel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.