სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორი

16 აპრილი - 16 მაისი

შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების გადასახადის მიღება მომხმარებლისგან და შესაბამის პროგრამაში გატარება;
** პროგრამულ უზრუნველყოფის შემდეგ სალაროს ოპერაციების დადასტურება;
** სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამოყვანა და ინკასაცია;
** ფულადი ნაკადის კონტროლი;
** ყალბი ბანკნოტებისა და მონეტების აღმოჩენა;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა;
** შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები - აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი, ემოციური გაწონასწორებულობა, გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია.

სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ipay.ge 16 მაისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).