აზომვების/მონტაჟის სპეციალისტი

04 ივნისი - 04 ივლისი

შპს "დიო" წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 22-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას აზომვების /მონტაჟის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო ადგილი: შპს "დიო"-ს ბათუმის გაყიდვების სალონი. 

ჩვენი შემოთავაზებაა:

** 6 დღიანი სამუშაო კვირა, 
** ჯანმრთელობის დაზღვევა; 
** წახალისების სისტემა;
** კომფორტული სამუშაო პირობები; 
** პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი მოთხოვნებია:

** საშუალო ან პროფესიული განათლება/საინჟინრო, არიტექტურული
** დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები
** გამართული საუბარი ქართულად 
** სამუშაო იარაღების ფლობა
** კარგად განვითარებული მათემატიკური უნარები
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი
** სასურველია 6 თვიდან -დან 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება

კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ კარ-ფანჯრების და/ან ჟალუზების და მზის დამცავი სისტემების აზომვის , მონტაჟის გამოცდილება გაგაჩნიათ. ასევე ფლობთ რუსულს და დამატებით სხვა უცხო ენას.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

** დამკვეთებთან ინდივიდუალური მუშაობა: ობიექტზე ვიზიტი
** პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზების გაკეთება მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა
** აზომვების განხორციელება, მუშა ნახაზის შედგენა, შეკვეთების მიღება
** მიღებული შეკვეთის დასამზადებლად გადაცემა
** ობიექტზე პროდუქციის მონტაჟის განხორციელება.

თქვენ შეისწავლით:

"დიო"-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. გაეცნობით "დიო"-ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კალკულაციის პრინციპებს. სტაჟირებას გაივლით დიო"-ს ბათუმის ოფისში, ვახტანგ გორგასალის 128/134.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: batumi@dio.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 ივნისი.

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატები მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ მობ. ტელეფონზე . რის შემდეგაც გაივლით ტესტირებას და გასაუბრებას. 

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.

გისურვებთ წარმატებებს!