ფინანსური მენეჯერი

15 თებერვალი - 15 მარტი

კომპანია "Design Accent" (სამშენებლო და სარემონტო/ფიტ აუტ სამუშაოები, ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერისთანამდებობაზე.

ფინანსური მენეჯერის ფუნქცია - მოვალეობები:

** ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი და რეპორტინგი
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი
** ხელმძღვანელისათვის თვის ანალიზისა და რეკომენდაციის მიწოდება
** მენეჯერული აღრიცხვა, (Cost Accounting)
** ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა)
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება/ანგარიშგების მომზადება
** ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი
** მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების/ბიუჯეტის მომზადება; მართვა და ანალიზი
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS-ის სტანდარტის მიხედვით ინვესტორებისა და ბანკებისთვის
** მმართველობითი ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის- პროექტის თვითღირებულების დეტალური ანალიზი
** ახალი საინვესტიციო პროექტების ფინანსური მოდელების გაკეთება
** ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word) და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (რეზიუმეში მიუთითეთ კონკრეტული ჩამონათვალი);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების, რეაგირებისა და მოქმედების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე executive.assistant@designaccent.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ები მიიღება 2019 წლის 4 მარტამდე.