დურგალი

22 ივნისი - 22 ივლისი

შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას დურგლის თანამდებობაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: 900 ლარი, ზრდის პერსპექტივით, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა. 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპირო, 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე - "გალერეა დემასი"; დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე. დასვენების დღე: კვირა. 
სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
საგამოცდო პერიოდი: 2 კვირა.

სამსახურებრივი მოვალეობა: საგამოფენო დარბაზში სტენდების აწყობა და სანტექნიკური პროდუქციის მონტაჟი. საგამოფენო და საოფისე ინვენტარის რემონტი და სხვა მსგავსი სამეურნეო სამუშაოების შესრულება. 

მოთხოვნები:

** სასურველია მერქან-ბურბუშელოვან ფილაზე ("დსპ") მუშაობის გამოცდილება.
** მიღებაზე განიხილება მამაკაცების კანდიდატურა, 25-დან 40 წლის ჩათვლით.

პიროვნული თვისება: დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რეზიუმე (სავალდებულოა ქართულ ენაზე) გამოგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@demasi.ge

ვებ გვერდი: www.demasi.ge