ხარისხის მართვის მენეჯერი

16 აპრილი - 30 აპრილი

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის  მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** სისტემების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესების გეგმების შემუშავება, კოორდინაცია და მართვა;
** მიღებული ნედლეულის, დამზადებული ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციის შენახვის, ვადებისა და პირობების კონტროლი;
** პერსონალის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შემოწმება და მათი პერიოდული გადამზადება ჰიგიენის საკითხებში;
** მაცივრების ტემპერატურის და სხვა დანადგარების შესაბამისი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მიკრობიოლოგიის ან/და კვების პროდუქტების ტექნოლოგის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კვების უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების ცოდნა.
** ISO 22000 სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: HR@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ხარისხის მართვის  მენეჯერი". 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2019  წლის  30 აპრილი