მზარეულის დამხმარე

16 ივლისი - 16 აგვისტო

კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** პროდუქციის რეცეპტებით და დადგენილი სტანდარტებით მომზადება;
** დღის მენიუში გაწერილი ასორტიმენტის შესრულების უზრუნველყოფა;
** ობიექტზე სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა და პრობლემის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** ნედლეულის, მზა პროდუქტების და ნ/ფ-ს შენახვა/დასაწყობება სტანდარტების მიხედვით;
** მზა პროდუქტების, ნ/ფ და ნედლეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ნაშთის კონტროლი;
** შეფ-მზარეულის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სარესტორნო ქსელში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი.

ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მზარეულის დამხმარე".

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივლისი

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.