კონსულტანტი

04 დეკემბერი - 04 იანვარი

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები: 

** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეკვეთა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი,
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Consultant".

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 დეკემბერი

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!