რეგისტრატორი

02 აპრილი - 02 მაისი

დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი ახალგახსნილ სარეაბილიტაციო, სამკურნალო - დიაგნოსტიკურ კომპლექსში აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 

** პაციენტების იდენტიფიცირება/რეგისტრაცია კლინიკაში არსებულ პროგრამაში
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკის ექიმებთან წინასწარი ჩაწერის უზრუნველყოფა;
** კლინიკის პაციენტების საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა 
** პაციენტების რიგის მართვის უზრუნველყოფა (შესაბამის პროგრამაში)
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე.
** მომხმარებელთან ეფექტურად და თავაზიანად მომსახურება;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 
სამუშაო საათები: 08:00-15:00 სთ; 15:00-22:00 სთ. 
შრომის ანაზღაურება: 500 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი პეკინის ქ. 

კლინიკა ორიენტირებულია ინოვაციების დანერგვაზე, არამარტო ჯანდაცვის მიმართულებით, არამედ, სამუშაო პროცესშიც. პაციენტებისთვის ყველა მომსახურების გაწევა ელექტრონულად ხორციელდება. შერჩეული კანდიდატების ტექნიკურ გადამზადებას კლინიკის მენეჯმენტი უზრუნველყოფს. 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის. 

გისურვებთ წარმატებას! 

თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: DTHC.Info@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.