უნივერსალური მოლარე - რეზერვი - თელავი

25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი უნივერსალური მოლარის თანამდებობაზე თელავის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 21 სერვისცენტრის მეშვეობით. "კრისტალში" დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია! 

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** შეთანხმებული რეგიონის მასშტაბით გადაადგილება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 08 ოქტომბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/bZUMDY 

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.