სესხის ოფიცერი - წყალტუბო

25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე წყალტუბოს ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 41 ფილიალისა და 21 სერვის-ცენტრის მეშვეობით. 

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** საბონუსე სისტემას;
** პრემიალურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
** კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
** კლიენტის განაცხადების შესწავლა, დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან მუშაობა;
** დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 07 ოქტომბრის 22:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/viWvMsWDuTP0f5kZ2 

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.