სესხის ოფიცერი - რეგიონები

31 მაისი - 25 ივნისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე, დიმის, მუხრანის და დედოფლისწყაროს სერვისცენტრებში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით. 

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** განთავსების ადგილზე "კრისტალის" ბრენდის და პროდუქტების რეკლამირება;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** კლიენტის ფინანსური და სოციალური ინფორმაციის მოპოვება;
** მიღებული ინფორმაციის შედეგად სპეციალური ფორმის შევსება და საკრედიტო ანალიტიკოსისათვის გადაგზავნა;
** კომპეტენციის ფარგლებში სესხის დამტკიცება სკორინგის მეშვეობით;
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** დაფინანსებული ბიზნესების შემდგომი მეთვალყურეობა და კონტროლი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ ბიზნესებთან განსაკუთრებული მუშაობა;
** სასესხო და სესხთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, რაც რეგულირდება შიდა პროცედურებით;
** სასესხო და სესხთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმება კლიენტებთან;
** კლიენტისათვის ინფორმაციის ნათლად მიწოდება;
** კლიენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმართვა;
** ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;
** საჭიროების შემთხვევაში სესხის თანხის ადგილზე გაცემა.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე;

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/cMk9PcezfIDXZOl73 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით.