საინფორმაციო ოფიცერი - წყალტუბო

25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცერის თანამდებობაზე წყალტუბოს ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 21 სერვისცენტრის მეშვეობით. "კრისტალში" დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია! 

"კრისტალი" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;
** საოფისე საქმიანობაში დახმარება.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** ორგანიზებული, მიზანდასახული და ენერგიული;
** კომუნიკაციის უნარის მქონე;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე;

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 07 ოქტომბრის 22:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/bZUMDY

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.