პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსი

13 ივნისი - 13 ივლისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 19 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია! 

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების და პორტფელის სტატისტიკური ანალიზი;
** ანალიზის შედეგების ანგარიშგება, ვიზუალიზაცია;
** ანალიზის საფუძველზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიცირება;
** ინფორმაციის მოკვლევის მიზნით შიდა და გარე წყაროებთან კომუნიკაცია;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
** განყოფილებებისა და სამსახურების მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში;
** მმართველობითი ფინანსების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა, MS SQL-ის ცოდნა სასურველია;
** ბიუჯეტირების პროცესის პრინციპების ცოდნა;
** მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 27 ივნისს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.