პრობლემური სესხების რეგიონ. მართვის სპეციალისტი - ხაშური/ბორჯომი

26 ივლისი - 26 აგვისტო

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ხაშური/ბორჯომი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 21 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია! 

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელება;
** მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
** გადაწერილი პორტფელის მართვა
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;
** ეთიკის ნორმების დაცვა და კლიენტთა დაცვის 7 პრინციპის გათვალისწინება;
** დაიცვას კომპანიის საქმიანობასთან და კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
** სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაამყაროს ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული სპეციალობით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საკრედიტო სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პრობლემურ სესხებზე მუშაობის სფეროში;
** მცირე ბიზნესისა და რეგიონის მიკროსაკრედიტო ბაზრის ცოდნის სათანადო დონე
** საქმიანობის დაგეგმარების დროის მართვის სათანადო დონე
** რუსული ენის სათანადო დონეზე ფლობა; 
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების ეფფექტურად მართვის უნარი
** კონფლიქტების და სტრესების ეფექტურად მართვის უნარი
** ციფრებთან მუშაობის, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;
** რისკების გამოვლენის და დაჯგუფების უნარი;
** გამოცდილების გაზიარებისა და დატრენინგების უნარი;
** ეფექტური დაგეგმარების უნარი, ორგანიზატორული ნიჭი, მართვის უნარ-ჩვევები
** კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
** ქართული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 07 აგვისტოს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/AOqJbu6nYn6PpUfc2 

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.