მიმტანი - ბაკურიანი

17 მაისი - 17 ივნისი

სასტუმროების ქსელი "კრისტალი" აერთიანებს 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვილების კომპლექსებს, სპა ცენტრს ბაკურიანში. 
"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტულობით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.

სასტუმრო "კრისტალი" 4* აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე სამუშაოდ.

მდებარეობა: ბაკურიანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** ევროპული და ქართული კერძების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა.
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე

ფუნქცია მოვალეობები:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება;
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** ღვინის სახეობების ზედმიწევნით ცოდნა ;
** ეტიკეტის ნორმებისა და სიახლეების ცოდნა. 
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
** სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა სტუმრისათვის;
** გუნდის წევრების მხარდაჭერა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობა: Full Time. 

დამატებითი სარგებელი: საცხოვრებლით, კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა (საცხოვრებლიდან ან ბორჯომიდან სასტუმრომდე).

დაინტერესებულმა პირებმაგთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მაისი.