სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომანქანის ფლობა
"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები:
** სს მისო "კრისტალი"-ს თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების და სხვადასხვა დანიშნულების ნივთების გადატანა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
** ძირითადი მოთხოვნები განცხადების წარმოდგენის (მძღოლის) მიმართ:
** ავტომანქანის მართვის უნარის მაღალ დონეზე ფლობა;
** პრეტენდენტს აუცილებელია გააჩნდეს მოქმედი მართვის მოწმობა (მინიმუმ B კატეგორია);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
** რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ძირითადი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ:
** უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი - ტექნიკურად და გარეგნულად გამართულ მდგომარეობაში;
** საჭე მარცხენა;
** საწვავის ტიპი: ბენზინი, დიზელი;
** ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი;
** ინტერიერი მოწესრიგებული და კომფორტული;
** ავტომობილს გამართული უნდა ქონდეს უსაფრთხოების სისტემები;
** ავტომობილს უნდა გააჩნდეს გამართული გათბობა-კონდიცირების სიტემა;
** საწვავის მაქსიმალური მოხმარება: 100კმ - 11 ლიტრი;
** ავტომობილის ასაკი: 2002 წლიდან;
** ავტომობილში განთავსებული უნდა იყოს: პირველადი გადაუდებელი დახმარების პაკეტი, ცეცხლმაქრი, უსაფრთხოების სამკუთხედი.
** უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს რომელიც ცხოვრობს ქ. გორში, ან მიმდებარე ტერიტორიაზე;
** სასურველია ავტომობილს გავლილი ქონდეს ტექნიკური დათვალიერება;
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 19 მაისის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ და გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია "მძღოლი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული შემდგომ ეტაპზე.
მძღოლი
11 მაისი -
19 მაისი